LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის.. ძალიან მაწუხებს მომხდარი“ – ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, მიმართვას ავრცელებს

2401
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

გუშინ, 27 ივნისს, სოციალურმა ქსელმა მოიცვა კონტროლიორისთვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რომელიც ფეისბუკ მომხმარებელმა ნინი გაჩეჩილაძემ გაავრცელა. ფოტოს თან ახლდა პოსტი, რომელშიც გაჩეჩილაძე წერდა, რომ აღნიშნულმა კონ­ტრო­ლი­ორ­მა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, რომელიც ამბობდა, რომ „კა­თარ­ზის­ში“ აგ­ვი­ან­დე­ბო­და, ბი­ლე­თის ფული არ ჰქონ­და და მში­ე­რი დარ­ჩე­ბო­და სამ სა­ა­თამ­დე თუ ვერ მი­ვი­დო­და.

ამ პოსტის გავრცელებიდან მალევე, ინ­ცინ­დენ­ტში დადანაშაულებულმა ქალ­მა, დიანა კვიციანმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვრცელი პოსტი გაავრცელა და დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„მოქალაქე, რომელზედაც არის საუბარი, მე არ დამიჯარიმებია. მოქალაქე იყო არა 80 – ის, არამედ 72 წლის. მოქალაქემ წარმოგვიდგინა არა სოციალური, არამედ საპენსიო სამგზავრო ბარათი, რითაც ვერანაირად ვერ დაადასტურებდა თავის სოციალურად დაუცველობას. მოქალაქემ იმ კონტროლიორს, რომელიც მას აჯარიმებდა, დაარტყა მუშტები და ხელიდან წაართვა ფურცლები, რომელზეც ჩვენი შიდა განაწესის მუხლები გვქონდა დატანილი. არასოდეს და არც გუშინ, მე 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია, თუმცა ამას კანონი არც კრძალავს“, – დაწერა დიანა კვიციანმა.

 

 

ჩემო მეგობრებო, მტრებო და მოყვარეებო.
მოგმართავთ ყველას, ვინც დღეს მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ.
ვინმე ნინი…

Posted by დიანა კვიციანი on სამშაბათი, 27 ივნისი, 2023

 

 

ამავე პოსტში, დიანა კვიციანმა აღნიშნა, რომ აპირებს, პოს­ტის ავტორს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს უჩივ­ლოს, რად­გან მისი თქმით, არა­ვის აქვს ბუ­ლინ­გი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის უფ­ლე­ბა. აღსანიშნავია, რომ დიანა კვიციანის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის დროს, თავად ნინი გაჩეჩილაძეს პოსტი ფეისბუკზე უკვე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და.

დღეს მან ახალი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ ემო­ცი­ებს აჰ­ყვა და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ისიც მო­ა­ტყუ­ეს.

ნინი გაჩეჩილაძე ასე­ვე ნერ­ვი­უ­ლობს იმ ფაქ­ტზე, რომ დი­ა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ვილს გეგმავს.

„მეგობრებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემი სტატუსის გამო ინერვიულა, განიცადა ისე, როგორც მე განვიცადე ფაქტი – ასაკოვანი ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მგზავრობის ფული არ ჰქონდა და მიდიოდა კათარზისში, რადგან სოცდაუცველი იყო, კონტროლიორმა დააჯარიმა.

დიახ, კანონი კანონია და ის, ნებისმიერმა, ასაკის მიუხედავად, უნდა დავიცვათ.

დიახ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუმცა… იმ დღეს, გაჩერებაზე, ჩემს ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყავით, გააკეთებდით იმას, რაც მე გავაკეთე – მივედი კონტროლიორთან და ვთხოვე არ დაეჯარიმებინა მოხუცი, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა და რომ ჯარიმის გადახდა გაუჭირდებოდა.

სამწუხაროდ, მე არ დამინახავს როგორ ჰკრა ხელი მგზავრმა კონტროლიორს და არც ის ვიცოდი, რომ მგზავრს საერთოდ არ გაუტარებია ბარათი და რომ ზეპირად (ასე ვთქვათ) ამბობდა, ფული არ მაქვსო. სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ბენეფიციარი არ იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას შეეძლო სიმართლე არ ეთქვა.

ახლა გავიგე, რომ მან, ნებსით თუ უნებლიეთ ითამაშა ჩემს (და იქ გარშემო მყოფ სხვა ადამიანების) ემოციებზე. გამოხატვით კი ყველამ სხვადასხვაგავარად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. მე მივედი კონტროლიორთან და ვუთხარი, რომ ამის შესახებ დავწერდი. მან მითხრა – სადაც გინდა დაწერე.

ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს აქვს თავისი ემოცია, ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ბუნებრივია. მაგრამ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოხუცმა კონტროლიორს ხელი ჰკრა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ქმედებამ გამოიწვია კონტროლიორის გაღიზიანება და სწორიცაა. მეც გავბრაზდები, ვინმემ ხელი რომ მკრას, რომლის შემდეგაც ძნელია მართო ემოცია.კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცოდი ხელი რომ ჰკრა მგზავრმა კონტროლიორს და ასევე, არ ვიცოდი, რომ ქალბატონი სინამდვილეში ბენეფიციარი არ იყო.

ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, ის კი არ მადარდებს ხვალ-ზეგ კონტროლიორი ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარცელის სეტანას რომ აპირებს, ძალუმად მადარდებს ერთი რამ – ვის შეიძლება ვენდოთ? ვის შეიძლება გამოვესარჩლოთ? ვინ უნდა დავიცვათ? აი, ეს არის ჩემი წუხილი და ის, რომ ერთმა მოხუცმა მგზავრობაში 20 თეთრის გადაუხდელობის გამო, ეჭვის ქვეშ დააყენა ჩემი გულწრფელი ემოცია. მეტიც, დამაფიქრა სხვა დროს რა გავაკეთო, გამოვესარჩლო ადამიანს, თუ გულგრილად გავიარო?

გულგრილობა კი ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია, თუმცა, აი, ცხოვრებამ რა მძიმე მაგალითის მომსწრე გამხადა – ვიღაცის ტყუილის გამო ვიტირე, ვინერვიულე, განერვიულეთ და რაც მთავარია, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ქალი, რომელიც სინამდვილეში თავის მოვალეობას ასრულებდა და მგზავრმა, თავისი ტყუილით წარმოაჩინა ცუდად.

რატომ და როდემდე? ნუთუ არ შეიძლება ადამიანებმა ადამიანობა შევინარჩუნოთ? ნუთუ არ შეიძლება მგზავრობის თანხა გადავიხადოთ, რომელიც პენსიონერებისთვის ხუთჯერ მცირეა, ვიდრე არაპენსიონერებისთვის!? დღეს, 21-ე საუკუნეში როცა ტექნოლოგიები სინათლის სიჩქარით ვითარდება და არის ვირტუალური სამყარი – ფეისბუკი, სადაც ნებისმიერ გამოქვეყნებულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ხდება (ოფიციალურ განცხადებაში გადის), რატომ გახდა ტყუილი ნორმა?

დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის და მე ნებსით თუ უნებლიეთ, მაქცია იარაღად! რატომ? რატომ? 20 თეთრი კი არა, ბევრი მილიონიც კი ღირს ამად?

 

 

მეგობრებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემი სტატუსის გამო ინერვიულა, განიცადა ისე, როგორც მე განვიცადე ფაქტი -…

Posted by Nini Gachechiladze on სამშაბათი, 27 ივნისი, 2023

 

 

ჰოდა, ახლა, რა გავაკეთო მე, ჩემნაირმა ადამიანებმა, ვისაც სისხლში გვაქვს სხვების დახმარება? ძალიან მაწუხებს მომხდარი, ძალიან.
მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულწრფელი ემოცია დაინახეთ ამ და იმ სტატუსში, რომელიც სიმართლის გარკვევისთანავე წავშალე!“, – წერს ნინი გაჩეჩილაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები