2016 წელი დუეინ ჯონსონისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა: გარდა ახალ პროექტებში მონაწილეობისა, „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა „წლის მამაკაცის“ წოდება მოიპოვა და პირველად გამოჩნდა ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე.
თავისი მორიგი წარმატება მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა და განაცხადა, რომ ამ დღეზე 15 წლის ასაკიდან ოცნებობს.
„როდესაც 15-ის ვიყავი, მაშინ ვიწყებდი ფეხბურთის თამაშს და ვოცნებობდი, რომ ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში მოვხვდებოდი და Sports Illustrated-ის გარეკანზეც გამოვჩნდებოდი. ფეხბურთში არ გამიმართლა, მაგრამ ეს წარუმატებლობა მუდმივად მაძლევდა სტიმულს წინ წავსულიყავი. წლების შემდეგ Sports Illustrated-ის გარეკანზე მოვხვდი და ჩემი ოცნებაც ახდა“, – განაცხადა ვარსკვლავმა.
https://www.instagram.com/p/BNcIoIvj5z8/?taken-by=therock