LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან შეშლილი სახე ჰქონდა, არეული და ანერვიულებული იყო…შეხლა-შემოხლის დროს ბავშვს ეს თმა აქვს გამოგლეჯილი” – რა ახალ დეტალებზე საუბრობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

6239
BeFunky-collage - 2023-06-26T002048.386

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი „მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ ანას მარცხენა ხელის ფრჩხილში აქვს შავი თმა გაჩხერილი.

მისივე თქმით, ეს მისი შვილის არ არის, რადგან მას ოქროსფერი თმა აქვს, ხოლო ფრჩხილში კი შავი ფერის აქვს შერჩენილი.

„მარცხენა ხელის ფრჩხილში აქვს ბავშვს თმა გაჩხერილი. ეს არის ხვეული, შავი თმა და არანაირად არ არის ჩემი შვილის, რადგან ჩემს შვილს გრძელი ოქროსფერი თმები აქვს. ეს არც იმ ძაღლის თმები არ არის, რომელსაც ეფერებოდა, რადგან მას ოქროსფერი ბეწვი აქვს. ძალიან შეშლილი სახე ჰქონდა, არეული და ანერვიულებული იყო…შეხლა-შემოხლის დროს ბავშვს ეს თმა აქვს გამოგლეჯილი.

გამორბოდა ჩემი მეუღლე, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი ეგონა და ის ნაძირალა შემთხვევის ადგილიდან მოდიოდა. მითხრა, მინდოდა მეკითხა რამე, მაგრამ იმდენად შეშლილი სახე ჰქონდა არაფერი აღარ ვკითხეო. სპორტული აღნაგობის ტიპია, ეცვა შავი სპორტულები და იმედი მაქვს ფოტო რობოტის აღდგენას შეძლებენ”, – საუბრობს ანას დედა.

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო წინასწარი დასკვნა მზადაა. წინასწარი დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩემი შვილი იბრძოდა.. ხელს აფარებდა რომ არ ეყვირა და შემოეხრჩო – 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებზე საუბრობს

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.

ამავე თემაზე:

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები