ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს – რუსულ Telegram არხებზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი სამხრეთ სამხედრო ოკრუგის შტაბ-ბინაში იმყოფება და ამბობს, რომ „ვაგნერი“ აკონტროლებს როსტოვის ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს.
„გენერალური შტაბის უფროსი აქედან გაიქცა, როგორც კი გაიგო, რომ ჩვენ ვუახლოვდებოდით [შტაბის] შენობას. […] ჩვენ აქ ვართ. გვინდა გენერალური შტაბის უფროსი და შოიგუ მივიღოთ. სანამ ისინი არ მოვლენ ჩვენ აქ ვართ, ქალაქ როსტოვს ვბლოკავთ და მოსკოვში მივდივართ“, – ამბობს პრიგოჟინი.
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს