LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

217
ფორტუნა (34)

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს.

მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან”. ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

„ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩით. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…

შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.

ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი – ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს”, – განაცხადა პრიგოჟინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია “ვაგნერის”  ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების შესახებ.

“მიიღება საჭირო ზომები “, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები