LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში მწვავე დიარეის დროს?! – პედიატრი ანა მაღრაძე რეკომენდაციებით

238
ანა-მაღრაძე

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის პერიოდში, ბავშვებში ისეთი გავრცელებული სიმპტომის დროს, როგორიცაა, დიარეა. ამ თემაზე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ექიმმა პედიატრმა, ანა მაღრაძემ ისაუბრა.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად დღის წესრიგში დგება მწვავე ნაწლავური გასტრო-ენტერიტები, რომლის პირველ სიმპტომს წარმოადგენს დიარეა. დიარეა ეს არის ნაწლავთ მოქმედების სიხშირის და კონსისტენციის ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს 3 ან მეტჯერ დღეში. თუმცა სიხშირეზე მეტად მნიშვნელოვანია სწორედ კონსისტენცია, რადგან ხშირად დეფეკაცია შეიძლება ჩაითვალოს ნორმად, თუმცა თუ კონსისტენცია თხიერია, ამ დროს ვრთავთ განგაშის სიგნალს.

რაც ეხება დიარეის მიმდინარეობას, არის ორი სახის, მწვავე  და ქრონიკული. მწვავე დიარეის გამომწვევი არის სხვადასხვა ნაწლავური თუ პარაზიტული, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევენ ამ პროცესების აქტივაციას. ქრონიკულის შემთხვევაში, ამას შესაძლოა ერთოდეს სხვა ქრონიკული დაავადებები.

პირველი და აუცილებელი რეკომენდაცია დიარეის დროს, არის სითხის მიღება და ელექტროლიტების მიწოდება. ჩვენ პროტოკოლში გვაქვს  პრობიოტიკების მიღების სქემაც, რომელიც უნდა დავიწყოთ დიარეის დაწყებისთანავე. ზოგადად, ბავშვებს უჭირთ ჰიგიენის ნორმების დაცვა, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების სწორ რეჟიმს. სასურველია ამ დროს რაციონში არ იყოს დიდი ოდენობით ხილი  და ბოსტნეული ამ სწორად იქნეს შერჩეული პრობიოტიკი“ – განაცხადა ანა მაღრაძემ.

„რეიტუზის და შალის ნაქსოვი წინდების ჩაცმის აუცილებლობა არ არსებობს“ – პედიატრ ანა მაღრაძის რჩევები მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები