LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სფეროებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოში – jobs.ge-ზე მაისში 39,630 ვაკანსია გამოქვეყნდა

230
ხალხი

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე 39,630 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, 17.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას ინფორმაციას PMCG აქვეყნებს.

კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 22.1%-ით მეტია 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

„2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 7,384 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 48.3%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 149.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასი მაისში მინიმუმ 9,600 ლარი იყო, 2021 წელთან შედარებით, 91.7%-ით არის გაზრდილი

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 10,495 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.2%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 114.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 9,313 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 31.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 120.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები