შაკირა არ ჩერდება. ჟერარ პიკეზე სკანდალური სიმღერების გავრცელების შემდეგ, არტისტი მისთვის ახალი დარტყმის მისაყენებლად ემზადება. ირკვევა, რომ 29 ივნისს მომღერალი ახალი სიმღერის, Empty Cup პრემიერისთვის ემზადება. კომპოზიციაში მას პარტნიორობას მანუელ ტურიზო უწევს.
https://www.youtube.com/watch?v=5BCEEUUxdq4
შაკირამ „ინსტაგრამზე“ უკვე გაავრცელა სიმღერის ნაწყვეტი. ცნობილი ხდება სიმღერის ტექსტის მონაკვეთიც. მედიის ცნობით, ეს იქნება კიდევ უფრო მწარე სიმართლე პიკეს ღალატის შესახებ.
„მხოლოდ ერთი თეფში იყო დამსხვრეული და არა მთელი ჭურჭელი. მართალია, არ ვიცი, როგორ უნდა მივუშვირო მეორე ლოყა, თუმცა დიახ, პატიება, ეს სიბრძნეა. როდესაც რაღაც დაზიანებულია, ის არ უნდა გადააგდო, ის უნდა შეაკეთო. შენ ცხოვრებაზე უნდა იცინო მაშინაც კი, როცა იარები ძალიან გტკივა“, – მღერის შაკირა.
ცნობისთვის, ახლახან ცნობილი გახდა, რომ პიკე კლარა ჩია მარტიზე დაქორწინებას გეგმავს. ინსაიდერების ცნობით, ნიშნობა 24 ივნისს, ფეხბურთელის ძმის ქორწილში უნდა შედგეს.
შაკირა შვილებს ქორწილში არ უშვებს – განრისხებული ჟერარ პიკე ვაჟებთან ერთად აეროპორტში გადაიღეს
ჟერარ პიკე ქორწილისთვის ემზადება – სად აპირებს ფეხბურთელი ხელის თხოვნას საყვარელი ქალისთვის