პარასკევს, 25 ნოემბერს, „მოყვარულთა თასის“ ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. პირველ მატჩში, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტ „ბასაზე“, 13:00 საათზე, კასპისა და ხონის სამოყვარულო გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხოლო, 15:00 საათზე, მცხეთისა და რაჭის გუნდებიდან გამოვლინდება გამარჯვებული.
მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი თამაშები შაბათ-კვირას გაიმართება.
საქართველოს თასის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 გუნდი იღებს და საქართველოს ჩემპიონი 14 დეკემბერს გამოვლინდება.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული სამოყვარულო ნაკრები, რომელიც 2017 წელს UEFA REGIONS’ CUP-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.