წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საჯაროდ არ ჩანდა.
„მცირე (როგორც ჩანს, საჭირო) განმარტება
/საჯაროობისგან თავშეკავების მერე/:
მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით.
დღეს გამწერეს კლინიკიდან. ვარ ბინაზე, პოსტოპერაციულ მართვაზე.
მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან, ვანოსთან და თამარისთან, ადმინისტრაციასთან-ალბერტისთან და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში, რამდენადაც ჯანმრთელობის რეგლამენტი მაძლევდა შესაძლებლობას.
მცირე(როგორც ჩანს,საჭირო) განმარტება
/საჯაროობისგან თავშეკავების მერე/:
მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის…Posted by გია ხარჩილავა / Gia Kharchilava on ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2023
გულწრფელად მაწუხებს, რომ ეს პერიოდი ფიზიკურად მოვწყდი და ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი იმ საქმეში, რაც თქვენ დამავალეთ, ძვირფასო წალენჯიხელებო!
კიდევ ცოტა დრო დამჭირდება!
მადლობა!“, – წერს გია ხარჩილავა.