21 ივნისს, გვიან ღამით, თბილისის ერთ-ერთ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 8 პირი დააკავეს.
კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რვავე პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას გულისხმობს.
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.