თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ფილოსოფოს ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ თავად ლევან ბერძენიშვილმა დაუდასტურა.
როგორც მან აღნიშნა, უცნობმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხი ესროლა.
„ერთი მოქალაქე იყო. კვერცხი მე არა, მანქანას მოხვდა. დაიწყო თუ არა საუბარი, არ გავჩერდი, გზა გავაგრძელე.. ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო.
არ დაავიწყდა, რომ შარშან ერეკლეზე რაღაცა ვთქვი. ეს იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს ამ ქვეყანაში.
წმინდანებს შეურაცხყოფას აყენებს, ყინულმჭრელია მახინჯი, ფსევდო ლიბერალური მიმდინარეობის – მდინარაძე
დარწმუნებული ვარ, კიდევ შევხვდებით ვინმეს სადმე“, – განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.
ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით თავდაპირველად „ტაბულას“ რედაქტორმა, ცისია კირვალიძემ გაავრცელა.
5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე…
Posted by Tsisia Kirvalidze on სამშაბათი, 20 ივნისი, 2023
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.