LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინის აგრესიული ტენდენცია თავდაპირველად საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა“ – იენს სტოლტენბერგი

143
სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „პუტინის აგრესიული ტენდენცია თავდაპირველად საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა“. მისივე განცხადებით, „უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე“.

იენს სტოლტენბერგი დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამ პრიორიტეტს ასახელებს და აცხადებს, რომ პრიორიტეტებიდან პირველი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაა.

„ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდი მსოფლიო ძალების შორის კონკურენცია იზრდება. პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თანდათან რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები გაქრა. აღნიშნული ტენდენცია ჯერ საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრის დროს გამოვლინდა, შემდეგ კი – რუსული არმიის ქმედებებში სირიაში (ალეპოში), ყირიმში და დონბასზე. უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.