LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ არ იქნება დიალოგზე წამოსვლა, პარლამენტთან შიმშილობას დავიწყებთ – იმედია კარვის გაშლის საშუალება გვექნება“ – მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე

136
მაღაროელი ტარიელ მიქატაძე

„თუ არ იქნება გამოხმაურება და დიალოგზე წამოსვლა, ჩვენ დღის ბოლოდან დავიწყებთ შიმშილობას – ჩვენ ან შევეწირებით ამ საქმეს, ან გადავარჩენთ ჭიათურას“, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“ და ეს ხალხი, სანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება..“ – მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან პირობები არ სრულდება და არსებული ვითარება უკვე უკიდურესად მძიმეა.

„მე-14-ე დღეა ჩვენი პროტესტი უშედეგოდ გრძელდება. უკვე რამდენიმე ადამიანმა თვალები და პირი ამოიკერა, ვენები გადაიჭრა და ამ ყველაფერმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. იმისთვის, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს პროტესტი, ყველაფერს გავაკეთებთ.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება – უნდა დავიწყოთ შიმშილობა, თუ არ იქნება გამოხმაურება, დიალოგზე წამოსვლა, ჩვენ დღის ბოლოდან დავიწყებთ შიმშილობას.

 

⭕️ ? „გაიფიცე“, „ამოკერილი თვალითაც გხედავთ“ – პარლამენტთან მაღაროელების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

⭕️ აქციაზე…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday, 19 June 2023

 

 

იმედია გვექნება საშუალება, რომ კარავი გავშალოთ. ეს შიმშილობა იქნება უვადო, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს, ჩვენ ან შევეწირებით ამ საქმეს, ან გადავარჩენთ ჭიათურას.

„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ეტაპობრივად გაზარდოს ხელფასები” – განცხადება

გვქონდა 14 საკითხი დაყენებული, საიდანაც 12 იყო საკითხი, რომელიც 2019 წლის გაფიცვებზე გვქონდა და იყო დაპირება სახელმწიფოს  და კომპანიის მხრიდანაც, რომ შესრულდებოდა, თუმცა არ შესრულდა.

ჩვენ დღესაც გვპირდებიან იგივე საკითხების მოგვარებას, მაგრამ ზეპირსიტყვიერების არ გვჯერა“. – განაცხადა მაღაროელმა.

ვაშაძე: მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით დავუდგე გვერდით

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე კვირაა ჭიათურის მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. დღეს პროტესტმა დედაქალაქში გადმოინაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები