LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდია ევროპის ყველაზე მარტოსული ქვეყანაა

119
thumb_1024x663_lonely-11zon

ირლანდიელთა 20% თავს მარტოსულად გრძნობს. ასეთი დასკვნა ევროკომისიის კვლევითმა ცენტრმა მასშტაბური გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა.

„მარტოხელა“ ქვეყნების სიაში ირლანდიის შემდეგ პოზიციებს ლუქსემბურგი, ბულგარეთი და საბერძნეთი ინაწილებენ. ყველაზე ნაკლებად მარტოობა ნიდერლანდელებს, ჩეხებს, ხორვატებს და ავსტრიელებს აწუხებთ (თითოეულ ქვეყანაში მარტოობა გამოკითხულთა 10%-ს აწუხებს).

კვლევაში 25 ათასზე მეტი ევროპელი მონაწილეობდა, მთლიანობაში 27 ქვეყნის წარმომადგენელი 16 წელს გადაცილებული მოქალაქეები. რესპონდენტთა 13%-მა აღიარა, რომ თავს მარტოსულად გრძნობს მუდმივად ან დროის დიდ ნაწილში. 35%-ის ინფორმაციით კი ეს პრობლემა დრო და დრო აწუხებს.

მარტოხელობის გავრცელება ასაკის, ასევე შემოსავლის ზრდასა და განათლებასთან ერთად იცვლება. ის ადამიანები, ვინც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიტანა, ისეთი როგორიცაა ახლობელ ადამიანებთან განშორება, სამსახურის დაკარგვა ან სწავლის დასრულება, თავს მარტოსულად უფრო ხშირად გრძნობენ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაართულა და ევროკავშირმაც მოგვარების გზებზე დაიწყო ზრუნვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები