Ford თითქმის მილიონ ახალ ავტომობილს უკან გამოიწვევს და მიზეზი ერთობ სულელურია. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე Ford Expedition-სა და Lincoln Navigator-ზე, ასევე სატვირთო Ford F-250-ზე, F-350-ზე, F-450-ზე, F-550-სა და F-600 Super Duty-იზე დაავიწყდათ დაემატებინათ ინსტრუქცია, თუ როგორ რეგულირდება და იხსნება დამატებითი ცენტრალური სავარძლის თავის მისადები. უკან გამოწვევის კამპანია 979 797 ავტომობილს მოიცავს.
ამერიკული რეგულატორი ამტკიცებს, რომ Ford-ის ქარხნებში ექსპლუატაციის სრული ინსტრუქციის დაბეჭდვა დაავიწყდათ, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტს არღვევს. კონცერნს მოუწევს, რომ ყველა კლიენტს გაუგზავნოს ინსტრუქციის დარჩენილი ნაწილი და მეპატრონეთა გაფრთხილების პროცესი 10 ივლისს დაიწყება.