Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მსოფლიო შეურაცხყოფა სოცქსელებში: ფიფამ ანგარიში დადო – ვის ერჩიან ინტერნეტში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო შეურაცხყოფა სოცქსელებში: ფიფამ ანგარიში დადო – ვის ერჩიან ინტერნეტში

116
oafykxz3rasvzpzhabhy

ფიფამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ინტერნეტში შეურაცხყოფებს ეხება.

სოციალური ქსელების დაცვის სამსახურმა (SMPS) 20 მილიონზე მეტი შეტყობინება და კომენტარი ნახა Instagram, TikTok, Twitter და YouTube-ზე. თავიდან კონტენტი ხელოვნურმა ინტელექტმა გაანალიზა, შემდეგ ადამიანებმა ორ ეტაპად.

19 636 შეტყობინება/კომენტარი შეურაცხყოფად, დისკრიმინაციულად ან მუქარად მიიჩნიეს. ბევრ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი კომენტარები წაშალეს.

გარდა ამისა, ტურნირში მოასპარეზე გუნდებსა და ფეხბურთელებს პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომა მისცეს. ავტომატურად იმალებოდა შეურაცხმყოფელი კომენტარები მათ გვერდებზე. საერთო ჯამში, 286 895 კომენტარი დაიმალა.

ასევე მოახერხეს 300-ზე მეტი ადამიანის იდენციფირება, რომლებმაც შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან მუქარის შემცველი ტექსტები დადეს. მათ შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს გადაეცათ.

ყველაზე მეტი ნეგატიური კომენტარი დაფიქსირდა ინგლისი-საფრანგეთის ¼ ფინალური მატჩის დროს. შეურაცხყოფების 38% ევროპიდან დაფიქსირდა, 36% – სამხრეთ ამერიკიდან.

ყველაზე მეტი შეურაცხმყოფელი კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მისამართით შევიდა (5.5 ათასზე მეტი). მერე მოდიან ბრაზილია და ინგლისი (3 ათასზე მეტი), მექსიკა (2 ათასზე ნკალები) და არგენტინა (დაახლოებით 1.5 ათასი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები