„ნაიკმა“ გამოუშვა ახალი ბოტასი, რომელზეც თასმები თავისით იკვრება, თუმცა ეს სიამოვნება იაფი არ დაგიჯდებათ.
კომპანიის ინფორმაციით, 1 წყვილი ბოტასის ღირებულება 720 დოლარი იქნება.
ფეხსაცმელი გასაყიდად პირველ დეკემბერს გამოვა და მისი ყიდვა თავდაპირველად ნიუ-იორკის მხოლოდ ორ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი. დეკემბრის ბოლოს კი ბოტასის ყიდვას მომხმარებლები ბევრ მაღაზიაში შეძლებენ.
ბოტასი HyperAdapt მსუბუქი იქნება და მრავალჯერადი დატენვის ფუნქცია ექნება.