LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა შემთხვევაში არ დაუტოვებს ქონებას შვილს სალომე გოგიაშვილი: „რამ უნდა მიგიყვანოს იქამდე, რომ ოჯახის წევრს დაუპირისპირდე ქონების გამო…“

269
salome

სალომე გოგიაშვილი გია ჯაჯანიძის კითხვას პასუხობს, როგორ უნდა განაწილდეს ქონება დედმამიშვილებს შორის:

„სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ბევრ თბილისურ ოჯახში ისეთი ამბები ხდება, ვზივარ ხოლმე და ვფიქრობ, რამ უნდა მიგიყვანოს იქამდე, რომ ოჯახის წევრს დაუპირისპირდე ქონების გამო და სასამართლოებში ირბინო… დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ოთხივე შვილს თანაბრად უნდა გავუნაწილო, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი… დღეს დგას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა. ხომ არ ვიცით, ვინ როგორი გაიზრდება? ნარკოდამოკიდებულსაც ისე უნდა დაუტოვოს მშობელმა და მეორესაც? და მერე იმ პირველმა წამალში გაუშვას ყველაფერი? ეგოისტურ მომენტს დავთმობ, თუ ვიღაცამ ყურადღება არ მომაქცია, მაგრამ თუ ოჯახში ისეთი პრობლემა შეიქმნა, რომ მივხვდები, არ არის ღირსი, რომ ჩემი ამდენი წლის ნაშრომი დავუთმო, ახლავე ვამბობ, რომ არ დავუტოვებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები