გერმანულმა ტუნინგ-ატელიემ Hamann-მა კუპეს BMW M2-ის გაძლიერებული მოდიფიცირებული ვერსია წარმოადგინა. ორკარიანი ,,ლამაზმანი’’ გახდა გაცილებით სწრაფი ვიდრე მისი ქარხნული ვარიანტი.
ავტომობილი წარმოდგენილია სამლიტრიანი, ექვსცილინდრიანი, ტვინ-ტურბო ძრავით, რომელის სიმძლავრე 370 ცხენის ძალის ერთეულიდან 420-მდე გაიზარდა, ხოლო 465 ნმ ბრუნის სისწრაფემ 530 ნმ-მდე მოიამატა. კუპეს 100 კმ/სთ სიჩქარის 4.3 წამში განვითარება შეუძლია, რაც 0.1 წამით ნაკლებია სტანდარტული ვერსიის მაჩვენებელზე.
Hamann-ის მოდიფიკაციამ მიიღო ახალი უკანა დიფუზორი, მოდიფიცირებული რადიატორი და ახალი ფერი (თეთრი), რომელიც მოდელს გაცილებით მიმზიდველს ხდის.