LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ხარისხის ლაბორატორიული გაზომვების ინტენსივობის გასაზრდელად გრანტი გამოიყო

27

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც “ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ნორმატივებთან შესაბამისობის დასადგენად, ლაბორატორიული გაზომვების ჩატარება.

დოკუმენტს ხელი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა პაატა ბატიაშვილმა და ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კოტრიკაძემ მოაწერეს.

ხელშეკრულების ფარგლებში ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდი 25 000 ლარს გამოყოფს, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაძლებლობას მისცემს ჩაატაროს ინტენსიური ლაბორატორიული კვლევები საავტომობილო საწვავში ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების გაზომვის მიზნით.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები