LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია

242
კვარა

საქართველოს ნაკრების და იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში შევიდა – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.

2023 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოება 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება.

„ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d’Or) ჯილდოა, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასაც უწოდებენ.

იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს, გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ – 1981 წელს დაასახელდნენ. ათეულში მოხვდნენ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და კაპიტანი რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა გუნდის ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები