LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Defender: ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული თაობა

39

Land Rover Defender-ის მომდევნო თაობა ტექნიკურად ყველაზე გამართული მოდელებით დაკომპლექტდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Autocar-ი ავრცელებს. როგორც Jaguar Land Rover-ის წარმომადგენელმა რალფ სფეთმა განაცხადა, ახალი Defender-ები სრულიად ალუმინის პლათფორმაზე აიგება.

განახლებული სერია მიიღებს ორლიტრიან, ბენზინისა და დიზელის 4 ცილინდრიან გამწევებს, რომლებიც კომპანია Ingenium-ის ოჯახიდან იქნება. ასევე ატმოსფერულ და კომპრესირებად V6 ტიპის აგრეგატებს.

რაც შეეხება Defender-ის შემდეგ მოფიციკაციებს, ერთ-ერთი მათგანი hardcore ვერსია გახდება, სპეციალურად რთული გზებზე სამოგზაუროდ. Land Rover Defender-ის ,,ყველაზე ტექნიკურად გამართული’’ სერია 2019 წლისთვის გამოჩნდება მსოფლიო ასპარეზზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები