ტელეწამყვანი თატია შარანგია და ჯარჯი თორაძე 5 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილმა სოციალურ ქსელში ქორწილის დროს გადაღებული არაერთი ფოტო და ვიდეო გაგვიზიარა. კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ პატარძლის ულამაზესი კაბა საზოგადოების ნაწილმა ანუკი არეშიძის საქორწინო კაბას მიამსგავსა.
მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, რომ ანუკის კაბა უფრო მასშტაბური იყო, თათიას შემთხვევაში კი ინდივიდუალურობა შეინიშნებოდა, რადგან პატარძალმა სხვა შტრიხები შეიტანა.
– პატარძალზე რა გითხრათ, ბრალს პლაგიატობაში ნამდვილად ვერ დავდებ… ორივე ლამაზი, დიდბაფთიანი მოკლე კაბაა. ანუკის და თათიას კაბას რომ ადარებენ, ანუკის კაბა უფრო მასშტაბური იყო, უფრო დიდი ბაფთით, სახელოებიც სხვანაირი. თუმცა ვეთანხმები, რომ იდეა და ბაფთა ანუკის კაბის იყო… თათიასთან ინდივიდუალურობა შეინიშნებოდა, სხვა შტრიხები შეიტანა. თავზე ძალიან ლამაზი რამ ეკეთა, რაც განსხვავებულ ხასიათს ქმნიდა. ფეხსაცმელიც შეცვალა, ცისფერი ფეხსაცმელი ეცვა. ულამაზესი პატარძალი იყო და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ! საიდუმლო არ არის, რომ ყველა გოგოს სურს თავის ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყოს. თუ რატომ ჩაიცვა პატარძალმა დაახლოებით ისეთი კაბა, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ…“, – აცხადებს დალი ჩიტალაძე.
ვიდეო: თათია შარანგია დაქორწინდა – კადრები ულამაზესი ცერემონიალიდან