ლეგენდარული არტისტის, ტინა ტერნერის გარდაცვალების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მისმა სიმღერებმა 40 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა და სიმღერების მოსმენის რაოდენობა 1367%-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე სიმღერა What’s Love Got To Do With It , 7.2 მილიონი მოსმენით ლიდერობს. სწორედ ეს სიმღერა განთავსდა „ბილბორდის“ ცხელ ასეულში და პირველი ადგილიც მოიპოვა. სინგლმა ტერნერს ორი ,,გრემი” მოუტანა.
მეორე ადგილზე, 4.5 მილიონი მოსმენით გავიდა ჰიტი, Simply the Best.
მესამე ადგილზე კი ტინასა და მისი ყოფილი მეუღლის, აიკ ტერნერის 1971 წლის ჰიტი Proud Mary მოხვდა. დუეტმა 3.9 მილიონი მოსმენა დააგროვა.
შეგახსენებთ, ლეგენდარული მომღერალი 83 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 24 მაისს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელად საჯაროდ 2019 წელს, „ბროდვეის თეატრში“ გამოჩნდა, სადაც მისი ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა შედგა. რამდენიმე წლის წინ მას კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით მისმა მეუღლემ მას თირკმელი გადაუნერგა. ბოლო წლებში ტერნერს გადაადგილება უჭირდა.
„მე რეალობას ვერ ვიღებდი“ – ტინა ტერნერის უკანასკნელი პოსტი „ინსტაგრამზე“