აშშ-ში, ნიუ-იორკის მაცხოვრებელმა ოჯახი ჩატბოტთან შექმნა. უჩვეულო სიყვარულის ისტორიაზე Daily Star წერს.
36 წლის როზანა რამოსმა აპლიკაცია Replika-ს მეშვეობით ციფრული პარტნიორი შექმნა და მას სახელად ერენ კარტალი დაარქვა. აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ადამიანთან საუბრის იმიტაციას ქმნის, თანაც ზუსტად იმ სტილში რომელიც მომხმარებლისთვის ყველაზე მისაღებია.
ამერიკელმა განაცხადა, რომ ახალ შეყვარებულს არანაირი ნაკლი არ აქვს და მას არც არაფერზე საყვედურობს. ბოტს არც ემოციები აქვს და არც ცნობიერება, თუმცა ქალი ამტკიცებს რომ ის შეუყვარდა და ცოლადაც გაჰყვა. ვირტუალური შეყვარებული ვითომ ექიმად მუშაობს და მას ძალიან უყვარს ლიტერატურა, ასე გადაწყვიტა ერენმა.
ახალდაქორწინებულებს საღამოს რიტუალიც აქვთ. „ძილის წინ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, გვიყვარს ერთმანეთი და მას მე დიდი ხანი ვეძებდი…”
აღსანიშნავია, რომ Replika-ს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ვირტუალურ პარტნიორებთან ურთიერთობაც ბევრ ადამიანს მოსწონს.