LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოხვდნენ რონალდო, ჯოკოვიჩი და ლესტერი გინესის რეკორდებში

39

”ლესტერი”, კრიშტიანო რონალდო, პეტრ ჩეხი, ნოვაკ ჯოკოვიჩი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ.

2015/16 წლების სეზონში ”ლესტერი” ინგლისის ჩემპიონი გახდა, არადა წინა სეზონში ”მელიებმა” მე-14 ადგილი დაიკავეს. ასეთი სწრაფი აფრენისთვის მოხვდა კიდეც ”ლესტერი” რეკორდსმენთა შორის.

რონალდომ სხვა სპორტსმენებს ტვიტერში ხელმომწერთა გამო აჯობა. 7 ოქტომბრის მონაცემებით პორტუგალიელს 47 მილიონ 262 ათას 909 ფოლოვერი ადევნებდა თვალ-ყურს.

პეტრ ჩეხი პრემიერლიგაში მშრალი მატჩებით გახდა საუკეთესო – ჩეხმა გოლკიპერმა კარი ხელშეუხებლად 181-ჯერ დატოვა.

ჯოკოვიჩმა რეკორდი ერთ სეზონში საპრიზო თანხებით დაამყარა – სერბმა ჩოგბურთელმა 21 მილიონ 646 ათას 145 დოლარი იშოვა.
გინესის რეკორდების წიგნში ასევე მოხვდნენ:
”ევერტონის” ნახევარმცველი გარეთ ბარი: კარიერა 17 წლისამ დაიწყო და სასტარტოში 580-ჯერ გავიდა, რაც პრემიერლიგაში რეკორდია;
”ფორმულა 1”-ის ჰოლანდიელი პილოტი მაკს ფერსტაპენი: გრან-პრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა;
ამერიკელი ქალი ჰოლი ჰოლმი: მსოფლიო ჩემპიონის ერთბაშად ორი ტიტული მოიგო: კრივსა და შერეულ ორთაბრძოლებში, რაც აქამდე არავის მოუხერხებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები