LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Huawei კვლავ ორლინზიან კამერას მიიღებს

30

სოციალურ ქსელში Weibo ახალი ფლაგმანური სმარტფონის საფინალო სურათები გამოქვეყნდა, რომელიც ჩინური მწარმოებლის საავტორო სერიას ეკუთვნის.

Mate 9 – სწორედ ესაა ის მოდელი, რომელსაც Huawei-ის ფანები დიდი ხანია ელოდებიან. გაჯეტი აღჭურვილია პროცესორით Kirin 960, ხოლო მისი კამერა P9-ს მსგავსად კომპანია Leica-სთან თანამშრომლობით იქნა შემუშავებული და 2 ლინზითაა წარმოდგენილი.

Kirin 960 16 ნმ ტექპროცესორზე მუშაობს. Mate 9 ასევე აღჭურვილია მოდულით LTE Cat. 12 და განახლებული Cortex-A73-ით.

რაც შეეხება კამერას, დეტალური აღწერისას, შეიძლება ითქვას, რომ 20 მპ-იანი კამერა, რომელიც 12 მპ შავ-თეთრ ლინზასთან ერთად მუშაობს, ნამდვილად ხარისხიან ფოტოებს იღებს. როგორც კომპანია Leica გვარწმუნებს, Huawei-ს ახალი გაჯეტის მიერ გადაღებული სურათები გაცილებით მკვეთრი და კონსტრასტულია, ვიდრე მისი წინამორბედის P9-ს მიერ გადაღებული კადრები.

სმარტოფნის ტექნიკური მახასიათებლები კი ასე გამოიყურება:

დისფლეი 5.9 ინჩიანი Full HD გარჩევადობით განისაზღვრა, შიდა მეხსიერება მინიმუმ 64 GB-ს, ხოლო მაქსიმუმ 256 GB-ს შეადგენს. ოპერატიული მეხსიერება 4/6 GB-ია.

სწრაფი დატენვის ფუნქცია – USB Type-C და თანამედროვე მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიები წარმოდგენილია Mate 9-ს Hardware-ის კომპლექტაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები