ხვალ, 13 ოქტომბერს BMW 5 Series–ის ოფიციალური პრემიერა შედგება. პრემიერამდე კი ონლაინ-ფორუმზე – Germancarforum ახალი მოდელის ფოტოები გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ფლაგმანური მოდელის დიზაინი გადაწყვეტილია 7-Series-ის სტილში. გარდა ამისა, ახალი მოდელი გარკვეული ელემენტებით კონცეპტუალურ კუპეს Gran Lusso-საც წააგავს, რომელიც 2013 წელს ატელიე Pininfarina-სთან ერთად იქნა შემუშავებული.
BMW 5-Series-ის ახალი წარმომადგენლის ინტერიერიც ასევე სერიის 7-Series-ის ხასიათშია გადაწყვეტილი. სედანმა მიიღო ახალი ცენტრალური კონსოლი, მულტიმედიური დისფლეი, ასევე ახალი მართვითი სისტემა, ჯოისტიკი სისტემისთვის iDrive.
BMW 5-Series აგებულია მოდულურ შასიზე – CLAR, რომელიც ასევე მეშვიდე სერიის შემადგენელი ნაწილია.