LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი პარამეტრით ვუსწრებთ არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებსაც“ – ეკა სეფაშვილი

140
ეკა სეფაშვილი

„12 რეკომენდაციის შესრულება ზედმიწევნით მიმდინარეობს .პროცესი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, თუმცა საბოლოოდ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნები. ამ კრიტერიუმების შესრულების მხრივ არც მანამდე გვქონდა პრობლემა, როდესაც მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით სტატუსი არ მოგვცეს. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პარამეტრით უსწრებთ არა მხოლოდ მათ არამედ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებსაც. ასე რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამაზე გავლენის მოხდენა რა თქმა უნდა არ შეგვიძლია“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა.

უმრავლესობის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ სოზარ სუბარის სიტყვებს იმეორებს და ამბობს, რომ სტატუსის მიღების გარანტია არ არსებობს.

რაც შეეხება ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების გაგრძელებას ურჩევენ, სეფაშვილი ამბობს, რომ ამის შეხსენება არ სჭირდებათ.

„ჩვენ ვალდებულებებს ვასრულებთ. რეფორმები რომ უნდა გაგრძელდეს ეს ჩვენც ვიცით და ამის შეხსენება არ გვჭირდება. ისინი თავს იზღვევენ, რათა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის ხელსაყრელი, მათ მიზეზად მოიყვანონ ის რომ ვითომდა რეფორმების პროცესით არიან უკმაყოფილოები“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემაში „დღის თემა“.

ცნობისთვის, სოზარ სუბარმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: “დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ. პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ. ამასწინათ ერთ-ერთ ძალიან რეიტინგულ დასავლურ გამოცემაში – „პოლიტიკოში“ დაიწერა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა დამთავრდეს ბალკანეთზე და არანაირი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იქ აღარ მოიაზრება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები