მას შემდეგ, რაც ჯგუფმა No Doubt სიმღერა და კლიპი Don’t Speak გაავრცელა, 28 წელი გავიდა. ჰიტი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. პრემიერიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, ვიდეომ „იუთუბზე“ მილიარდი ნახვას დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ 90-იან წლებში გამოშვებული კლიპებიდან ნახვების მსგავსი რეკორდული რაოდენობა მხოლოდ ოცამდე ვიდეოს აქვს.
ცნობისთვის, Don’t Speak ბენდის 1995 წლის ალბომის, Tragic Kingdom სინგლია. სწორედ ამ ნამუშევრით მოიპოვა ჯგუფმა და სოლისტმა, გვენ სტეფანიმ პოპულარობა. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ნამუშევარი „საუკეთესო პოპ შესრულებისა“ და „წლის სიმღერის“ ნომინაციებში წარადგინა.