LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა იმის იმედით, რომ ფრენას მიუსწრებდა, ექსკავატორი გაიტაცა

114
Capture

აშშ-ში, ილინოისის შტატში მცხოვრებმა ექსკავატორი გაიტაცა და 16 კილომეტრი გაიარა, რათა ავიარეისისთვის მიესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ KFVS ავრცელებს.

სამხრეთ ილინოისის აეროპორტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, რაც პარკინგზე უმეთვალყურეოდ დატოვებულ ექსკავატორს გადააწყდნენ. ტექნიკის მეპატრონემ დაადასტურა, რომ სატრანსპორტო საშუალება მის კომპანიას ეკუთვნოდა და სამშენებლო მოედანზე, აეროპორტიდან დაახლოებით 16 კილომეტრის მოშორებით იდგა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვინმე ტიმოტი ბაგოტიმ ტექნიკა მოიპარა და აეროპორტში მივიდა. ილინოისიდან ეჭვმიტანილი პორტლენდში გაფრინდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დააპარკინგა ამერიკელმა მოპარული ექსკავატორი აეროპორტის გაჩერებასთან, შემდეგ კი ტერმინალში შევიდა.

პოლიციამ მამაკაცი ნევადას შტატში, ქურდობის ბრალდებით დააკავა, თუმცა მალევე გაუშვა. მეორე დღეს კი ბაგოტი ისევ დააკავეს, რადგან მორიგი მანქანა მოიპარა. ახლა ბრალდებული თავის სასამართლოს ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები