LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი პირადი მონაცემები?“ – უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას კითხვით მიმართავს

149
ქეთი ლეშქაშელი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ქეთი ლეშქაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მისი პირადი ინფორმაცია, მათ შორის იურიდიული მისამართი და ქართული პასპორტის ნომერი იციან.

ლეშქაშელი საქართველოს მთავრობას მიმართავს კითხვით, საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს მისი მონაცემები:

სოლოვიოვი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე: 1000-ზე მეტი ქართველია – ამ არაადამიანურ, სასტიკი დაჯგუფებას საქართველოს ხელისუფლებაშიც კრიმინალებად მიიჩნევენ... რუსეთმა მათზე სამართლებრივი დევნა დაიწყო

„ქართველები არამხოლოდ ბევრნი არიან, არამედ ყველაზე არაადამიანური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელმაც ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევითა და არაადამიანური პრინციპებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დასაჯა.“ – აცხადებს რუსი ჟურნალისტი

„საქართველოს მთავრობა ერთი კითხვა მაწუხებს და რომ არ დაგისვათ არ შემიძლია! საიდან იციან რუსების სპეცსამსახურებმა ჩემი იურიდიული მისამართი?

საქართველოს პასპორტის ნომერი და სხვა ისეთი ინფორმაცია რაც ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან?“ –  წერს Facebook-ზე ქეთი ლეშქაშელი.

ცნობისთვის, ქეთი ლეშქაშელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმყოფება, აქვს სამედიცინო განათლება და ქართულ ლეგიონშიც ამ მიმართულებით მუშაობს.

„მორიგი რუსული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას“ – მამუკა მამულაშვილი გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქეთი ლეშქაშელის საქმე არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსულ სამსახურებს ქართველი მებრძოლების პირადი მონაცემები ხელში უვარდებათ.

გასული წლის ივლისში პირადი ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრობდა ასევე ქართველი სამხედრო მიხეილ ქამხაძე.

ქართველი სამხედროს საქმე, რომელიც საქართველოს თავდაცვას ჰქონდა, რუს სამხედროებს ჩაუვარდათ ხელში

ვიდეოკადრებში ჩანს, მიხეილ ქამხაძის პირადი ინფორმაცია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლილი სწავლებების დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 28 ივლისს გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს.

მათ შორის იყო ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ NATO-ს სტანდარტების შესაბამისად წვრთნიდა.

ვიდეოკადრებში ჩანს, მიხეილ ქამხაძის პირადი ინფორმაცია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლილი სწავლებების დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და სხვა დოკუმენტების ასლები, რომელსაც რუსი სამხედრო ათვალიერებდა.

მოგვიანებით, მიხეილ ქამხაძის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება.

სუსი ყოფილი სამხედროს დოსიეს რუსების ხელში ჩავარდნაზე მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს