LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი კაცის სამმა შეყვარებულმა ერთმანეთი იპოვა, დამეგობრდა და მოღალატე მატყუარა ციხეში გაუშვა

130
Capture

ჩინეთის მკვიდრმა ერთდროულად სამ ქალთან გააბა რომანი და შედეგად ციხეს ვერ გადაურჩა. გამოცემა SCMP-ის ინფორმაციით, კაცი გარდა იმისა რომ ქალებს ატყუებდა, მათ ფულიც გამოსძალა – 100 ათასი იუანი.

ქალი სახელად ჩენ ჰუნი თავის საყვარელ მამაკაცთან, ჰე შივემთან ერთად ვახშმობდა. მათ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიირთვეს, შემდეგ კი ქალის სახლისკენ გაემართნენ. კაცს მალევე დაეძინა, რითაც ჩენმა ისარგებლა და მისი ტელეფონი შეამოწმა. შეყვარებულის მობილურში ის რამდენიმე ქალთან მიმოწერას გადააწყდა.

ქალს ბევრი არ უფიქრია და კონკურენტებს მიწერა. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან იპოვა ორი ქალი, რომელიც თავს შივემის შეყვარებულებად მიიჩნევდნენ და კაცი ყველას ცოლობას ჰპირდებოდა.

შეყვარებულებმა ისიც გაარკვიეს, რომ კაცმა სამივესგან საკმაოდ დიდი თანხა ისესხა და უკან დაბრუნებასაც არ აპირებდა. ქალებს ბევრი არ უფიქრიათ, დილითვე პოლიციაში წავიდნენ და მოღალატის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. უფრო მეტიც, გამოძიების პროცესში გოგონები ძალიან დამეგობრდნენ.

თაღლითი ციხეში ჩასვეს, მოტყუებული ქალები კი ერთად სამოგზაუროდ წავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები