LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშაობის პროცესს გზიდან მომავალი მცირე ხმაურიც კი უშლის ხელს – ახალი კვლევა

126
Capture

ტრანსპორტის მცირე ხმასაც კი, მაგალითად მხოლოდ 40 დეციბელს რომელიც ნორმადაც კი ითვლება, ადამიანების შრომისუნარიანობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. ასეთ დასკვნამდე შვედეთის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მონაწილეებსაც კომპიუტერით, ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული დავალებები უნდა შეესრულებინათ. ამ დროს კი ფონზე ავტომობილების ხმაური იყო. ეს ხმა შენობიდან 10-50 მეტრის მოშორებით მოძრავი ტრანსპორტის იმიტაციას ქმნიდა.

როგორც გაირკვა, ასეთ პირობებში დასაქმებულთა შრომისუნარიანობა მკვეთრად მცირდება. გარდა ამისა, ცდის პირებმა ისიც დაამატეს, რომ მკვეთრი ხმების გამო დავალებების შესრულება ძალიან უჭირდათ.

მეცნიერთა აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ ოფისები გზების სიახლოვეს არ იყოს განთავსებული. რადგან, როგორც წესი სიჩქარის შეზღუდვა ხმაურის დონეს კი არ ამცირებს, პირიქით საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. სპეციალისტთა გამოთვლით, შენობაში ხმაური მაშინ უფრო იზრდება, როცა გარეთ მანქანები დაბალი სიჩქარით გადაადგილდებიან.

კვლევა ჟურნალმა International Journal of Environmental Research and Public Health გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები