LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში გაიხსნა მსოფლიოში პირველი მუზეუმი, სადაც მხოლოდ ერთი ექსპონატია გამოფენილი

125
thumb_1024x663_ahinora-museum-11zon

ბულგარეთის ქალაქ კაზანლიკში გაიხსნა მუზეუმი, სადაც ერთადერთი ნახატი – „აჩინორაა“ გამოფენილი. ტილო ბულგარელ ხელოვანს და სცენოგრაფს ივან მილევის ეკუთვნის, ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

მუზეუმი გახდა მსოფლიოში პირველი, სადაც მთლიანი სივრცე მხოლოდ ერთ შემოქმედებას დაეთმობა.

„აჩინორა“ 1925 წელს დაიწერა და მალევე გადაეცა მუნიციპალიტეტს, ხელოვანი კი ცოტა ხანში გარდაიცვალა. ის მხოლოდ 29 წლის იყო.

ასე რომ დღემდე დიდ საიდუმლოებას წარმოადგენს ის ფაქტი, თუ ვინაა ნახატზე გამოსახული ქალი. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ესაა ანა ოროზოვა, ადგილობრივი ვაჭრის ცოლი. კაზანლიკში ჭორები დადიოდა, რომ ივანსა და ანას პირადი ურთიერთობა აკავშირებდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები