„სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ელტონ ჯონის კონცერტზე შეამჩნიეს.
ესპანელი სპეციალისტი ქალიშვილ მარიასთან ერთად ცნობილი მომღერლის მანჩესტერში გამართულ კონცერტზე მივიდა. გვარდიოლა პირველ რიგებში იდგა და ღიმილით იღებდა კონცერტს ტელეფონით.
2018 წელს გვარდიოლა ამბობდა, რომ ელტონ ჯონის დიდი თაყვანისმცემელია და მის კონცერტზე მოხვედრაზე ოცნებობდა.