კომპანია Rolls-Royce-მა, თავისი არსებობის ისტორიაში, ყველაზე დიდი ჩვენება მოაწყო. ბრიტანულმა ბრენდმა 30 მოგრძო ზომის სედანი წარმოადგინა. ჩვენება, ქალაქ მაკაოში, სასტუმრო ,,The 13”-ში გაიმართა.
ავტომობილები 2014 წელს ჩინელმა მეწარმემ სტივენ ჰუნმა შეუკვეთა. აღნიშნული შეკვეთის ოფიციალური ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გამოცემა The Guardian გვატყობინებს, რომ ბიზნესმენმა აღნიშნულ პროექტში 12 მილიონი სტერლინგი (დაახლოებით 20 მილიონი დოლარი) გადაიხადა.
ოცდაათივე სედანმა ექსკლუზიური გაფორმება Stephen Red მიიღო. ორი ავტომობილი ამ პარტიიდან სპეციალურად მომზადებული იქნა სასტუმროს მდიდარი კლიენტებისთვის.