LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღე მანქანის გარეშე“ – აქციას ცნობილებიც შეუერთდნენ

60

22 სექტემბერს საქართველოში აქცია იმართება – „დღე მანქანის გარეშე“. ამ ერთ დღეს სასურველია, თქვენი ავტომობილები შინ დატოვოთ და ფეხით ან სხვა ტრანსპორტით გადაადგილდეთ.

აქციას ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ. „შუადღის“ წამყვანმა, გვანცა დარასელიამ ფოტო განთავსა, რომელიც სამარშრუტო ტაქსიში გადაიღო, ია ფარულავამ და ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ასევე გამოაქვეყნეს სოცქსელში ფოტო, სადაც ვაკეში ფეხით მისეირნობენ. აქციას შეუერთდა თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი ფოტოები მერიის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა, მერი დღეს სამსახურში ფეხით მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები