LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ჯავშნიანი ლიმუზინი წარმოადგინა

98

კომპანია Mercedes-Benz-მა Maybach S600 Pullman-ის ტყვიაგამძლე მოდიფიკაცია წარმოადგინა.

მოდელის კოდური სახელია – Guard. ლიმუზინის საჯარო პრემიერა სექტემბრის ბოლოს პარიზის ავტოსალონზე შედგება.

Mercedes-Maybach S600 Pullman Guard-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია არამიდი, ასევე რკინისა და სპეციალურად შემუშავებული მრავალშრიანი მინის ტექნოლოგია, რომელიც პოლიკარბონატისგანაა დამზადებული.

ლიმუზინი ბალისტიკური დაცვის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც გერმანიაში, ადგილობრივმა ტექნიკოსებმა შეიმუშავეს. აღნიშნული ჯავშნიანი მოდელი საკმაოდ გამძლეა ნებისმიერი სახის შტურმის დროს. Maybach S600 Pullman-ის დაცვის ხარისხი Directive ERV 2010-ის შესაბამისია. ფაქტიურად ლიმუზინს შეუძლია 15 კგ ტროტილის აფეთქების შემთხვევაში ორი მეტრის რადიუსშიც კი გადარჩეს.

Mercedes-Maybach S600 Pullman Guard-ი ექვსლიტრიანი აგრეგატით V12-ით დაკომპლექტდა, რომელიც 523 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 830 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება. ჯავშნიანი ლიმუზინის ფასი საკმაოდ მაღალია და 1.4 მილიონ ევროს შეადგენს. მისი შეძენა 2017 წლის მეორე ნახევრიდან გახდება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები