კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი, მოსკოვის თავზე დრონების შტურმს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„მოსკოვი და პოდმოსკოვიე გადარჩა, მადლობა ღმერთს.
მიზანი გასაგები იყო და კარგია, რომ მიზნამდე დრონებმა ვერ მიაღწია.
პანიკა არ ყოფილა. ვხედავ ქალაქი ისევ ისეთი აქტიურია, დავდივარ და ვუყურებ, ქუჩები, კაფეები სავსეა ხალხით.
უკვე მერამდენედ ვკითხულობ, რა იქნება ჩვენი რეაქცია, როცა 20 დრონის ნაცვლად, 20 ათასი დაგვეცემა თავზე? იმედია პასუხს მალე მივიღებ. უნდა გავუძლოთ, რადგან კიდევ ბევრი დრონი დაგვეცემა თავზე.
მტრებს უნდათ, რომ გაგვაბოროტონ, რომ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვავნებს. ჩვენი ტემპერამენტის გათვალისწინებით, ეს არც ისე მარტივია, უნდა გავუძლოთ” – წერს სიმონიანი.
„ქუჩაში გამოსვლა ისეთივე სარისკოა, როგორც ფრონტზე ბრძოლა“ – მარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი: „როცა დასაძინებლად ვწვები, საბანს თავზე ვიხურავ, რომ ვირთხები არ დამესიონ…“
მარგარიტა სიმონიანი: „მზად ვარ, გავხდე ვიცე-პრემიერი პროპაგანდის დარგში…“