LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ ყველაზე სწრაფი ჯიპი გამოუშვა

278

კომპანია Benley Bentayga-მ ჯიპის ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინა. ამჯერად ბრიტანული კომპანიის კონსტრუქტორები, საწვავის ტიპის შერჩევისას, დიზელზე შეჩერდნენ. მათივე მტკიცებით, მოდელი მის კლასში ყველაზე სწრაფი ავტომობილია. Bentayga-ს ოთხლიტრიანი V8 ტიპის აგრეგატი, მანამდე Audi SQ7-შიც გამოიყენეს.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ ძრავი მხოლოდ 3 კგ-ით მძიმეა 608 სიმძლავრის მქონე W12 ტიპის ბენზინის აგრეგატზე, რომლითაც Bentayga-ს სტანდარტული ვერსია იყო აღჭურვილი. დიზელის ძრავი აღჭურვილია ორი ცენტრალური ტურბინით და განახლებული კომპრესორით, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

როგორც Audi SQ7-ის, ასევე აღნიშნული მოდელის აგრეგატიც 435 ცხენის ძალის სიმძლავრისა და 900 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება. Bentayga-ს ახალი ვერსია 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.8 წამში ანვითარებს, რაც 0.1 წამით სწრაფია Audi SQ7-ზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ სიჩქარით განისაზღვრა, რაც Audi-ს მოდელზე 20 ერთეულით მეტია. Bentley Bentayga-ს ევროპული ვარიანტები 2017 წლის იანვარში გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით უცნობია მოდელის ფასი და პირველი ავტობაზარი, სადაც კომპანია ახალ მოდიფიკაციას გაყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები