სელინ დიონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ევროპაში 2024 წლის აპრილამდე დაგეგმილ ორმოცამდე კონცერტი გააუქმა.
როგორც ირკევა, 55 წლის ვარსკვლავს აწუხებს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება სახელწოდებით, „კუნთოვანი ატროფია“ (Stiff-Person Syndrome), ის ამ დაავადებას უკვე წელზე მეტია მკურნალობს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გაგიცრუეთ მოლოდინი. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნო“, – წერს მომღერალი თავის „ინსტაგრამზე“.
შეგახსენებთ, ევროპული ტურნე დიონმა 2022 წლის დეკემბერშიც გააუქმა.
„ძვირფასო, უშიშარო უკრაინელებო, შოკირებული და დამწუხრებული ვარ“ – სელინ დიონის მიმართვა
„შეიყვარეთ საკუთარი თავი, ყველა ნაკლით, ყველაფრით“ – სელინ დიონი ემოციურ მიმართვას ავრცელებს
სელინ დიონი ამბობს, რომ ქმრის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც, ახალ სიყვარულს გამორიცხავს