„ვინ ვინ არის“ მორიგ ტურში მაყურებელს ნამდვილი შოკი ელოდებოდა.
ერთ-ერთი პერსონაჟი გახლდათ მგელი, რომლის უკან, ჟიურის წარმოდგენით, სტეფანე ან მაია დარსმელიძე იმალებოდა.
მგელმა დათო ხუჯაძის სიმღერა „მეგობრებთან ერთად შეასრულა“.
გადაცემის ბოლოს, დადგა დრო, როდესაც მგლის ვინაობა უნდა გარკვეულიყო.
მას შემდეგ, რაც პერსონაჟს ნიღაბი მოხსნეს, ჟიური და მაყურებელიც გაოცებული დარჩა.
მგლის უკან ცნობილი ფილოლოგი, გია მურღულია იმალებოდა.
„არ არსებობს, ბატონო გია, ბრავო“- ყვიროდნენ ჟიურის წევრები.