კრიშტიანო რონალდოს გოგომ, ჯორჯიანა როდრიგესმა საუდის არაბეთი რამდენიმე დღით დატოვა და საფრანგეთში, „კანის ფესტივალის“ გალა კონცერტს დაესწრო. მოდელის გამოჩენა ნამდვილ სენსაციად იქცა. 29 წლის ჯორჯიანამ პირველ საღამოზე Ali Karoui-ის ბრჭყვიალა შავი კაბა მოიგო, რომელსაც ერთ მილიონ ფუნტად შეფასებული, Chopard-ის ბრილიანტის ყელსაბამი შეუხამა. ეს გახლდათ ცრემლის ფორმის, უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი.
მეორე დღეს კი მას წითელ ხალიჩაზე „სვაროვსკის“ თვლებით მორთული, ოქროსფერი კაბა ამშვენებდა. ჯორჯიანამ მოგვიანებით შთამბეჭდავი ფოტო/ვიდეო მასალა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
უამრავი ახალი ფოტო და არცერთ მათგანზე რონალდო – ჯორჯიანა როდრიგესის „ლაქშერის“ მორიგი ზეიმი
„კრიშტიანოს ჯორჯიანა ყელში ამოუვიდა“ – არაბეთში გადასახლებული წყვილი სკანდალში გაეხვია
არაბეთის მზეს მიფიცხებული ჯორჯიანა როდრიგესი – რონალდოს გოგო ცხელ ფოტოებს გვიზიარებს