LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა?

52

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულდა ბუნებრივი გაზის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები და კიუვეტების მოწყობა. ამჟამად, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, დაიგო ასფალტ-ბეტონის პირველი ფენა.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის სტრატეგიული  გზა, რომელიც მოძრაობას ქალაქის ისტორიულ ნაწილში მნიშვნელოვნად განტვირთავს.

„კრწანისი-შინდისის გზის მონაკვეთზე უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარის დაგება. პირველი ფენის დაგება სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება გზის მეორე საფარის დაგება. საინჟინრო ნაგებობები დასრულებულია, პარალელურად კეთდება  გვერდულები და ისხმება კედლები. ვვარაუდობთ, რომ პირველი ოქტომბრისთვის ყველა ტიპის სამუშაო მთლიანად დასრულდება და გზაზე მოძრაობა გაიხსნება. ამ გზით გადაადგილდებიან ის ავტომანქანები, რომლებიც  თავისუფლების მოედნიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდნენ. შესაბამისად,  ქალაქის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე, მოძრაობა  მნიშვნელოვნად განიტვირთება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.