LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობასთან აქცია დევიზით – “გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ” მიმდინარეობს

139
BeFunky-collage (65)

საქართველოს პარლამენტის შენობასთან “ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია – “გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ” მიმდინარეობს.

აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, რომ რუსეთთან მოკავშირეობა არ შეიძლება, რადგან საქართველოს ღია მტერია.

რუსეთთან ერთად მომავლის შანსი არ არსებობს. ამიტომაც, ამ პუტინისტური რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი, თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ და დაცული ვიყოთ, ქვეყანა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რაც ჩვენი ისტორიული ამოცანაა”,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები