Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
გამოცემის თანახმად, დათვლილი ხმების 35.81%-დან ერდოღანს 58% აქვს, მაშინ, როცა მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმების 42% აქვს. წინასწარი ინფორმაციით ამომრჩეველთა აქტიურობამ 84.57% შეადგინა.
ოფიციალური შედეგები თურქეთის არჩევნების უმაღლესი საბჭოს მიერ მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა.