გიორგი ქინქლაძე ”მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების გამოკითხვაში პირველ ადგილზეა. გამოკითხვა საიტზე goal.com მიმდინარეობს. მასში ოთხი ფეხბურთელი მონაწილეობს. ერთი დღევანდელი ”სიტის” ლიდერი, სერხიო აგუეროა, მეორე – აწ წასული მეკარე ჯო ჰარტი, მესამე გახლავთ ძველი კოლინ ბელი და მეოთხე ჩვენი გიო.
სასიხარულოა, რომ ამ წუთისთვის ქინქლაძე ლიდერობს, ის მთავარ კონკურენტ აგუეროს ჯერჯერობით დამაჯერებლად უსწრებს (გიო – 52%; კუნი – 38%), სხვა ორი კი, როგორც ჩანს, უბრალო მონაწილეობით დაკმაყოფილდებიამ, რადგან 4% და 6% აქვთ.
ქინქისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია.
ქართული ფეხბურთის მოვლენა და უდიდესი ტალანტი გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ თბილისის ”დინამოდან“ 1995 წელს გადავიდა, სადაც თავისი დრიბლინგის უნარის და თვალწარმტაცი გოლების წყალობით საკულტო გმირი გახდა, მან ორჯერ მოიგო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.