ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს მორიგ პოსტს, რომელიც კვლავ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ეხება.
როგორც ანა ჯაბაური წერს, ცოტნეს დედა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილმა შესაბამისი მკურნალობა ვერ მიიღოს.
ამავე პოსტში ანა ჯაბაური წერს, რომ განაგრძობენ ბრძოლას უკვე სამართალდამცავ უწყებებში, ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად და მისი კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად.
„ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებსაც. მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც.
ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ.. ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით – ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის.
გიორგი გამსახურდია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემს ბიოლოგიურ დედას არც ერთ მტერზე, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე ნაკლები არ დაუშავებია
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, მისი ბიოლოგიური დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხრიდან, აბსურდული სარჩელები არ წყდება.
გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონობით ლარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი. მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის…და დავამთავრო.
მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა. და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება… დედისგან… გამუდმებული, მიზანმიმართული და ყველა მეთოდით…
გამსახურდიების ტრაგიკული ბედი.
ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც..“, – წერს ანა ჯაბაური და ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილის, გიორგი გამსახურდია მიერ გუშინ „ტვიტერზე“ დაწერილ განცხადებას აზიარებს.